"ბარსელონას" ყოფილმა თავდამსხმელმა სამუელ ეტო'ომ კატალონიური გუნდის მომავალზე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება.
"ვიცი, მესი "ბარსელონაში" კიდევ რამდენიმე წელი ითამაშებს, მაგრამ ის ბერდება. კლუბმა მომავალზე უნდა იფიქროს. ყურადღებას მბაპესა და მუკოკოს (დორტმუნდი) მივაქცევდი. ის ფეხბურთის მომავალი ვარსკვლავი გახდება", - ციტირებს ეტო'ოს "მუნდო დეპორტივო".