კუმანი: მარადონას გახურების ყურებას უფრო მეტ დროს ვუთმობდი, ვიდრე ვარჯიშს

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა "ოსასუნასთან" გასმართი "ლა ლიგის" მე-11 ტურის მატჩის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა და დიეგო მარადონაც გაიხსენა.

"შემადგენლობამ, რომელიც კიევის "დინამოს" წინააღმდეგ თამაშობდა, თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა, თამაშის რიტმი ძალიან მომეწონა. კორნავირუსმა ტრავმებზე დიდი გავლენა იქონია, ჩვენ მეტი ფეხბურთელი გვჭირდება. გარკვეულ პოზიციებზე არჩევანში შეზღუდულები ვართ.

მესიმ და დე იონგმა კარგად დაისვენეს. იმედი მაქვს, ისინი მომავალ მატჩს ენერგიით სავსე შეხვდებიან.

დიეგო მარადონა? მისთვის პატივის მიგების საუკეთესო გზა კარგი თამაში იქნება. მითამაშია დიეგოს წინააღმდეგ, როცა ის "სევილიაში" გამოდიოდა. იმ მატჩებში მისი
გახურების ყურებაზე უფრო დიდი დრო დავხარჯე, ვიდრე თავად ჩემს ვარჯიშზე,"- განაცხადა კუმანმა.

მომზადებულია AS-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
გახურება სოლო კონცერტი იყო თამაშის წინ ალბათ...
L.J.
17:11 29-11-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული