დიდებული ჟესტი - მესიმ გოლი მარადონას ხსოვნას მიუძღვნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგას მე-11 ტურში "ბარსელონამ" "ოსასუნა" 4:0 დაამარცხა.

მესიმ გატანილი გოლი გარდაცვლილი დიეგო მარადონას ხსოვნას მიუძღვნა. მან მაისურა გაიხადა, რომლის შიგნით მეორე მაისურა ეცვა, რომლითაც მარადონა "ნიუელს ოლდ ბოიზში" 1993 წელს თამაშობდა. ლეო ამ გუნდის აკადემიაში ვარჯიშობდა.

მესიმ დიეგოს "ღმერთის ხელის გამეორება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა.

"ბარსას" 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 14 ქულით მე-7 ადგილზეა და 6 ნოემბერს სტუმრად "კადისს" შეხვდება.

ბარსელონა. "კამპ ნოუ"
ბარსელონა - ოსასუნა 4:0
გოლები: 1:0 ბრეიზუეითი (29), 2:0 გრიზმანი (42), 3:0 კოუტინიო (57), 4:0 მესი (73)

მკითხველის კომენტარები / 8 /
როცა ცოცხალი იყო მესის ფანები ცოცხალს და მკვდარს არ უტოვებდით და ახლა რამ გაგანაზათ.თქვენ იაფასიან ფარისვლობას არავინ ჭამს.განსხვავება მარადონასა და მესის შორის იმაშია რომ მარადონას ფეხბურთი უყვარდა და მესისთვის ფეხბურთი ფულის გასაკეთებელი ცეხია.
სიმართლე
18:36 30-11-2020
4
ნორმალური ფსიქიკის მსაჯი, ყვითელ ბარათს არ უჩვენებდა მესის, თუნდაც იმის გამო, რომ ეს ჟესტი, მიმართული იყო, დიდი დიეგოს ხსოვნის საპატივსაცემოდ! მაგრამ ეს მსაჯი ხომ ცნობილია, როგორც დაბალი ინტელექტის მქონე პიროვნებად. სირცხვილი მას. მე როგორც მარადონას ფანი, დიდ მადლობას ვუხდი ლეოს მესის, ამ ღირსეული საქციელისათვის.
ავთო
16:48 30-11-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული