ლა ლიგას მე-11 ტურში "ბარსელონამ" "ოსასუნა" 4:0 დაამარცხა.
მესიმ გატანილი გოლი გარდაცვლილი დიეგო მარადონას ხსოვნას მიუძღვნა. მან მაისურა გაიხადა, რომლის შიგნით მეორე მაისურა ეცვა, რომლითაც მარადონა "ნიუელს ოლდ ბოიზში" 1993 წელს თამაშობდა. ლეო ამ გუნდის აკადემიაში ვარჯიშობდა.
მესიმ დიეგოს "ღმერთის ხელის გამეორება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა.
"ბარსას" 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 14 ქულით მე-7 ადგილზეა და 6 ნოემბერს სტუმრად "კადისს" შეხვდება.
ბარსელონა. "კამპ ნოუ"
ბარსელონა - ოსასუნა 4:0
გოლები: 1:0 ბრეიზუეითი (29), 2:0 გრიზმანი (42), 3:0 კოუტინიო (57), 4:0 მესი (73)