მატჩის დებიუტში სტუმართა მხრიდან მორენომ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და საკუთარი გუნდი დააწინაურა.
“სოსიედადმა” ოიარზაბალის ასევე ზუსტი პენალტით გაათანაბრა. მაყურებელმა მეტი გოლი ვერ იხილა.
ამ ფრის შემდეგ “სოსიედადი” 1-ელ ადგილზეა 24 ქულით და “ატლეტიკოს" 1 ქულით უსწრებს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ჩოლოს შეგირდებს 2 მატჩით ნაკლები თამაში აქვთ ჩატარებული.
რაც შეეხება “ვილიარეალს”, ისინი მე-3 პოზიციაზე იმყოფებიან. მათ 11 ტურის შემდეგ 20 ქულა აქვთ.
მომდევნო მატჩს “სოსიედადი” 7 დეკემბერს “ალავესის” წინააღმდეგ ჩაატარებს.
“ვილიარეალი” 6 დეკემბერს “ელჩეს” უმასპინძლებს.
"რეალი" მსაჯმა დააზარალა, კურტუამ დააღალატა და აღზრდილმა მოუგო [VIDEO]