გაკოტრების პირას მყოფი "ბარსელონა" "კადისთან" დამარცხდა და "ატლეტიკოს" 12 ქულით ჩამორჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგაზე ჩინებულად მოასპარეზე "ბარსელონა" პრიმერაზე საკუთარ თავს არ ჰგავს, თითქოს ნაძალადევად, ყოველგვარი ემოციის გარეშე თამაშობს და "კადისთანაც" დამარცხდა - 1:2. აკი აღნიშნა ნამატჩევს მისმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა, რომ სათამაშოდ ფეხბურთელთა განწყობა მთლად სათანადო არ იყო.

გასულ სეზონში ლა ლიგაში დაბრუნებულმა "კადისმა" "ბარსას" 1991 წლის მაისის შემდეგ პირველად სძლია და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე დამკვიდრდა.

კატალონიური გუნდი კი, რომელიც ფინანსურ კრიზისშია და ფეხბურთელებმა შეიძლება იანვარში ხელფასი ვერ აიღონ, 14 ქულით მე-7 პოზიციაზეა და 14 დეკემბერს "ლევანტეს" უმასპინძლებს. "ბარსა" ლიდერ "ატლეტიკოს"
12 ქულით ჩამორჩა.

ეს ჩემპიონატზე უკანასკნელი 33 წლის მანძილზე "ბარსელონას" ყველაზე წარუმატებელი სტარტია.

კადისი. "რამონ დე კარანსა"
კადისი - ბარსელონა 2:1
გოლები: 1:0 ხიმენესი (8), 1:1 ალკალა (57, საკ. კარში), 2:1 ნეგრედო (63)

მკითხველის კომენტარები / 3 /
აბა ეხლა როგორც იცით ყველამ, მეკარის და დაცვის შეცდომაც, მესის მიაწერეთ.
ზურა
06 დეკემბერი 2020 18:09
1
ეხლა ხომ ხვდებით რა განსხვავებაა მესისა და რონალდოს შორის
გიო
06 დეკემბერი 2020 15:41
6
მოდი რა, თუ ძმა ხარ! ამ შედარებებს თავი ვანებოთ. თქვენთვის როლანდოა ყველაფერი, ჩვენთვის ლეო მესი! კარგად გვახსოვს როლანდოს ჩავარდნებიც და მისი გაბრაზებული წასვლებიც, რამოდენიმე გუნდიდან. არ გვინდა რა? ეს ჩასაფრებულების პოზიციიდან სისინი.
გიოს
06 დეკემბერი 2020 19:45
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული