აკი, ზიდანს ხსნიანო? - "რეალმა" "სევილიასა" და "გლადბახს" "ატლეტიკოც" ზედ მიაყოლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჯერ კიდევ ამ თვის დასაწყისში "რეალი" რიგი წარუმატებელი მატჩების შემდეგ ყველას განწირული ეგონა, მაგრამ ნურას უკაცრავად. ჯერ პრიმერაზე "სევილიას" სძლია (1:0), შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე "გლადბახს" (2:0), ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა, დღეს კი ლა ლიგაზე ლიდერ "ატლეტიკოსაც" მოუგო (2:0) და "სათოფეზე" მიუახლოვდა.

არადა, უკვე დარხეული იყო ხმები "სამეფო გუნდის" თავკაცის, ზინედინ ზიდანის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ და მისი მემკვიდრეების ვინაობაც კი გვამცნო ესპანურმა პრესამ. თურმე, სულ ტყუილად. იმდენი აქო ზიდანმა შეხვედრის წინ თავისი ვიზავი დიეგო სიმეონე, რომ ლამის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად წარმოადგენინა
თავი და დაამარცხა კიდეც.

ამით შეწყდა ჩემპიონატზე "ატლეტიკოს" 26-მატჩიანი წაუგებელი სერია. სხვათა შორის, სომეონეს გუნდს უკანასკნელადაც "რეალმა" სძლია - ამა წლის თებერვალში 1:0.

"ბლანკოსის" 34 წლის კაპიტანმა სერხიო რამოსმა 43-ე დერბიში მიიღო მონაწილეობა და თავისი კლუბის რეკორდი დაამყარა.

კიდევ ერთი რეკორდი ქარიმ ბენზემამ დაამყარა - "რეალში" 528-ე შეხვედრა ჩაატარა, რითაც ამ მაჩვენებლით ლეგიონერებს შორის რობერტო კარლოსის რეკორდი დაამხო.

"რეალი" 23 ქულით მესამე ადგილზეა, "ატლეტიკოს" 3 ქულითღა ჩამორჩება და 16 დეკემბერს "ბილბაოს" უმასპინძლებს.

მადრიდი."ალფრედო დი სტეფანო"
რეალი - ატლეტიკო 2:0
გოლები: 1:0 კაზემირო (15), 2:0 ობლაკი (63, საკ. კარში)

მკითხველის კომენტარები / 9 /
ამით შეწყდა ჩემპიონატზე "ატლეტიკოს" 27-მატჩიანი წაუგებელი სერია (17 მოგება და 7 ფრე). - - - - სამ თამაშს ვის უტეხავთ
1
ეგ სატელიტი გუნდებია.მაგიტომ წარმოუდგენელია ესპანეთის სჰემდგომი წარმატებები.
ddgfdf
13:01 13-12-2020
5

სიახლეები პოპულარული