აკი, ზიდანს ხსნიანო? - "რეალმა" "სევილიასა" და "გლადბახს" "ატლეტიკოც" ზედ მიაყოლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჯერ კიდევ ამ თვის დასაწყისში "რეალი" რიგი წარუმატებელი მატჩების შემდეგ ყველას განწირული ეგონა, მაგრამ ნურას უკაცრავად. ჯერ პრიმერაზე "სევილიას" სძლია (1:0), შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე "გლადბახს" (2:0), ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა, დღეს კი ლა ლიგაზე ლიდერ "ატლეტიკოსაც" მოუგო (2:0) და "სათოფეზე" მიუახლოვდა.

არადა, უკვე დარხეული იყო ხმები "სამეფო გუნდის" თავკაცის, ზინედინ ზიდანის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ და მისი მემკვიდრეების ვინაობაც კი გვამცნო ესპანურმა პრესამ. თურმე, სულ ტყუილად. იმდენი აქო ზიდანმა შეხვედრის წინ თავისი ვიზავი დიეგო სიმეონე, რომ ლამის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად წარმოადგენინა
თავი და დაამარცხა კიდეც.

ამით შეწყდა ჩემპიონატზე "ატლეტიკოს" 26-მატჩიანი წაუგებელი სერია. სხვათა შორის, სომეონეს გუნდს უკანასკნელადაც "რეალმა" სძლია - ამა წლის თებერვალში 1:0.

"ბლანკოსის" 34 წლის კაპიტანმა სერხიო რამოსმა 43-ე დერბიში მიიღო მონაწილეობა და თავისი კლუბის რეკორდი დაამყარა.

კიდევ ერთი რეკორდი ქარიმ ბენზემამ დაამყარა - "რეალში" 528-ე შეხვედრა ჩაატარა, რითაც ამ მაჩვენებლით ლეგიონერებს შორის რობერტო კარლოსის რეკორდი დაამხო.

"რეალი" 23 ქულით მესამე ადგილზეა, "ატლეტიკოს" 3 ქულითღა ჩამორჩება და 16 დეკემბერს "ბილბაოს" უმასპინძლებს.

მადრიდი."ალფრედო დი სტეფანო"
რეალი - ატლეტიკო 2:0
გოლები: 1:0 კაზემირო (15), 2:0 ობლაკი (63, საკ. კარში)

მკითხველის კომენტარები / 9 /
ამით შეწყდა ჩემპიონატზე "ატლეტიკოს" 27-მატჩიანი წაუგებელი სერია (17 მოგება და 7 ფრე). - - - - სამ თამაშს ვის უტეხავთ
QT
13 დეკემბერი 2020 14:37
1
ეგ სატელიტი გუნდებია.მაგიტომ წარმოუდგენელია ესპანეთის სჰემდგომი წარმატებები.
ddgfdf
13 დეკემბერი 2020 13:01
5
დასაწყისში როცა თქვენი რეალი, მართლა ჭაობში იხრჩობოდა, ზიდანს და ყველა ფეხბურთელს დედას უგინებდით, ყველა ბრუნვაში და ეხლა ცაში აგყავთ?! აფერისტობას და მოჩვენებით ფანობას არ გავკარით.... რაც შეეხება ბარსას გულშემატკივრებს თქვენი სახსენებელი არ ვართ! ბედი გაქვთ ყველა მეტოქე საკუთარ კარში, რომ იტანს და ესე "იმარჯვებთ". ნაღდი კულე
halamadrids
13 დეკემბერი 2020 12:36
12
აბა ვოლგოგრადის როტორს მოუგოს თუ მაგარია!!
ქართველი ფეხბურთელების გრანდებში მომლოდინე ანტონ პეხნიჩეკი
13 დეკემბერი 2020 10:16
6
ეხლა მაინც მიხვდით ბარსას გულშემატკივრებო სად არის რეალი და სად არის თქვენი ბარსა? რეალი ცაშია ბარსა კიდე ჭაობში, რეალი სიამაყეა ბარსა კიდე სამარცხვინო, რეალი გუნდია ბარსა კიდე ბანდა.
Halamadrid
13 დეკემბერი 2020 04:27
4
მესი რომ არა, ბარსა სევილიას დონის გუნდი იყო ყოველთვის.მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა მათ მიმართ. უტვინო პრეზიდენტები ყავდათ ყოველთვის სეპარატისტებს და აი შედეგიც.
რაულ გონსალეს ბლანკო
13 დეკემბერი 2020 12:19
3
რეალი რამოსთან ერთად სულ სხვა გუნდია, როგორც გინდა არ მოგწონდეთ რამოსი დღესდღეობით საუკეთესო მცველია მსოფლიოში
მამუკა
13 დეკემბერი 2020 03:14
3
საუკეთესო მცველი,შეაძლოა იყოს,ან არა,მაგრამ გუნდის საუკეთესო ლიდერი კი,ნამდვილად არის.
სოსო
13 დეკემბერი 2020 17:37
0
თითქმის ყველა დაბრუნდა...აზარი არ ითვლება. აი ეხლა იქნებოდა რეალი-ბავარია საინტერესო.
emigranti
13 დეკემბერი 2020 02:35
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული