ზიდანი "ატლეტიკოს" დამარცხებით ძალიან კმაყოფილი დარჩა

AutoSharing Option
ლა ლიგაზე "ატლეტიკოს" 2:0 დამარცხების შემდეგ "რეალის" მწვრთნელი ზინედინ ზიდანი კმაყოფილებას ვერ მალავდა:

"გლადბახთანაც" და "ატლეტიკოსთანაც" ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. თან, ყველაფერი როგორ გავაკეთეთ! "ატლეტიკოს" აქამდე 26 მატჩი არ ჰქონდა წაგებული.

მთელი 90 წუთის განმავლობაში მეტოქეზე ზეწოლას ვახორციელებდით, მოსვენების საშუალებას არ ვაძლევდით, ბურთს ძალიან კარგად ვაკონტროლებდით. მოწინააღმდეგეს ერთადერთი შანსი ჰქონდა - საულს.

კროოსი და მოდრიჩი? ისინი მეტოქის დაცვის გასარღვევად გვჭირდებოდნენ. სწრაფად და დიაგონალური პასებით თამაშით "ატლეტიკოს" თავისუფალი სივრცეები აღმოაჩნ
და. ორივე საუცხოოდ გაისარჯა. ბენზემაც. ვასკესიც ფენომენალური იყო, ჩვენი კაპიტანი რამოსიც და ვარანიც. ყველაფერი წესრიგშია!

როტაცია? ვნახოთ. სამი შეხვედრა შემადგენლობის მცირედი ცვლილებით ჩავატარეთ, მაგრამ თავის გამოჩენის შესაძლებლობას ყველას მივცემ", - ციტირებს ზიდანს "მარკა".

მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან კმაყოფილი დარჩა?!რეალი ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გავიდა,ლა ლიგის ლიდერი დაამარცხა და ჩემპიონობისათვის ბრძოლაშიც ჩაერთო.შესაბამისად,სავარაუდოდ,თანამდებობაც შეინარჩუნა და ასევე სავარაუდოდ,გაზაფხულზე უკვე ჩემპიონთა ლიგის მოსაგებ ფორმასაც დაუახლოვდება.ამის შემდეგ,რატომ უნდა იყოს უკმაყოფილო?
სოსო
17:32 13-12-2020
0

სიახლეები პოპულარული