"ბარსელონას" ექსპრეზიდენტი ჟოან ლაპორტა კატალონიური კლუბის პრეზიდენტის პოსტზე იყრის კენჭს და საარჩევნო კამპანია, გაგიკვირდებათ და, მადრიდიდან დაიწყო.
მან პრინციპული მეტოქის, "რეალის" "სანტიაგო ბერნაბეუს" სტადიონის მახლობლად მდებარე მრავალსართულიანი სახლის მთელ სიგრძეზე თავისი ბანერი გამოკიდა და სოციალურ ქსელში დაწერა: "ახალი შეხვედრის გამო მოხარული ვარ. გამარჯობა, მადრიდო".
ვერაფერს იტყვი, მართლაც ორიგინალური პიარ-სვლაა.
ვერაფერს იტყვი, მართლაც ორიგინალური პიარ-სვლაა.
ლაპორტა "ბარსას" პრეზიდენტი 2003-10 წლებში იყო და გუნდმა იმ პერიოდში ოთხჯერ მოიგო ლა ლიგა და ორჯერ ჩემპიონთა ლიგა.
საპრეზიდენტო არჩევნები 2021 წლის იანვარში ჩატარდება და მასში მონაწილეობას რვა კანდიდატი მიიღებს.