"რეალმა" კაცნაკლულ "ბილბაოს" მოუგო, თუმცა შეიძლებოდა ვერც მოეგო

AutoSharing Option
ლა ლიგის მე-19 ტურის გადმოტანილ მატჩში "რეალმა" საკუთარ მოედანზე 3:1 დაამარცხა "ბილბაო".

სტუმართა გუნდის ვეტერანმა ნახევარმცველმა რაულ გარსიამ უკვე მე-13 წუთზე მოახერხა ორი ყვითელი ბარათის მიღება და თავისი გუნდის რიცხობრივ უმცირესობაში დატოვება. ამან მატჩის შემდგომ მიმდინარეობაზე სერიოზული გავლენა მოახდინა. ვინისიუსისა და ვალვერდეს გამოუყენებელი მომენტების შემდეგ კროოსმა საჯარიმოს გარედან ყუმბარისებრი დარტყმით დალაშქრა სიმონის კარი.

თუმცა ბასკები არ გატყდნენ და შესვენების შემდეგ კაპამ ანგარიში გაათანაბრა. 75-ე წუთზე ბენზემამ მასპინძლები ისევ დააწინაურა. "ბილბაოს" კომპენსირებულ დროში შეეძლო გოლის გატანა და ფრის მოპოვება, მაგრამ კურტუასთან
პირისპირ გასულმა ვესგამ ვერ ივარგა, სწრაფი კონტრშეტევისას კი ბენზემამ დუბლი შეასრულა და "სამეფო გუნდმა" გაიმარჯვა.

"რეალმა" ჩემპიონატზე ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო, "სოსიედადსა" და "ატლეტიკოს" დაეწია (ამ უკანასკნელს 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 21 დეკემბერს გასვლაზე "ეიბარს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
სათაური ასეე უნდა დაგეწერათ - "რეალმა" კაცნაკლულ "ბილბაოს" მოუგო, თუმცა შეიძლებოდა ვერც მოეგო, მაგრამ მაინც მოუგო, მიუხედავად იმისა რომ შეიძლებოდა ვერც მოეგო ))))))))))))))

პ.ს. ერთი-ორი თვე ქართულის რეპეტიტორი არ გაწყენდათ. სტილური შეცდომა რა არის ... გრამატიკა და ა.შ. რა არის, გასწავლიდათ ცოტას. ან კორექტორი მაინც აიყვანეთ. ის არა თეთრად რო წერს. ადამიანი, შეცდომებს რო ასწორებს.
1
ბარემ ისიც დაწერეთ რეალს ორი პენალტი რომ არ დაუდეს
Nick
13:10 16-12-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული