ცნობილი გახდა, თუ ვის მისცეს ხმა მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებმა 2020 წლის ფიფას გამოკითხვაში სეზონის საუკეთესო მწვრთნელის გამოსავლენად.
მოგეხსენებათ, გამოკითხვაში მონაწილეობას ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელები და კაპიტნები იღებენ, მადრიდელთა შემადგენლობაში კი საკუთარი ქვეყნის ეროვნული გუნდის 4 კაპიტანი თამაშობს: სერხიო რამოსი, ლუკა მოდრიჩი, ედენ აზარი და გარეთ ბეილი.
მადრიდელთავე კაპიტანმა სერხიო რამოსმა, ასევე, ედენ აზარმა პირველ ადგილზე სწორედ ზიზუ დააყენეს. ლუკა მოდრიჩმა ფრანგს მეორე პოზიცია არგუნა, ხოლო გარეთ ბეილმა ზიდანი სამეულშიც არ შეიყვანა.
უელსელი კაპიტნისთვის საუკეთესო ფლიკი იყო, შემდეგ - იურგენ კლოპი
და ხულენ ლოპეტეგი.
მოგეხსენებათ, ბეილი სექტემბერს შემდეგ იჯარის წესით "ტოტენჰემში" გამოდის, ზიდანი კი მწვრთნელთა საუკეთესო სამეულში ვერ მოხვდა.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით