ისკო და სერხიო რამოსი უბრად არიან

AutoSharing Option
"რეალის" ნახევარმცველ ისკოს გუნდის კაპიტან სერხიო რამოსთან ურთიერთობა გაუფუჭდა, - იტყობინება Diario Gol-ი.

გამოცემის მტკიცებით, სერხიო რამოსმა მატჩებისა და ვარჯიშებისას არაერთხელ გამოთქვა ისკოს მოქმედებით უკმაყოფილება და მას შემდეგ ისინი ერთმანეთს არ ელაპარაკებიან.

რამოსს მხარი "რეალის" სხვა ფეხბურთელებმა დაუჭირეს და ისკოს გაყიდვას ითხოვენ. თავად 29 წლის ისკოსაც უნდა გუნდის დატოვება, მაგრამ მისი სამსახურით არავინ დაინტერესდა.

ისკომ მიმდინარე სეზონში ლა ლიგას 10 მატჩში 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული