2021 წლის 24 იანვარს "ბარსელონას" პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდება და ერთ-ერთმა კანდიდატმა ჟოან ლაპორტამ 2008-09 წლების სეზონში "რეალის" 6:2 დამარცხება გაიხსენა.
"მინდა, რომ "ბარსელონამ" ისევ გაიტანოს მადრიდში" 6 გოლი", - ციტირებს ლაპორტას "მუნდო დეპორტივო".
"ბარსას" საპრეზიდენტო არჩევნებში მხოლოდ იმ ფანებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ, რომლებიც კლუბის წევრები არიან და შესატანს იხდიან.
არჩევნები არა მხოლოდ ბარსელონაში, არამედ მადრიდში, სევილიაში, ვალენსიასა და პალმა-დე-მალიორკაში გაიმართება.