AS: ჰოლანი "ბარსელონაში" გადავა, თუ...

AutoSharing Option
24 იანვარს "ბარსელონას" პრეზიდენტის არჩევნებია და კანდიდატები წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამომრჩევლებს ჩვეულად ამა თუ იმ ფეხბურთელის დამატებას ჰპირდებიან. ემილ რუსოს მრჩეველმა ხოსე მარია მინგელამ განაცხადა, რომ კანდიდატის გეგმებში "დორტმუნდის" თავდამსხმელ ერლინ ჰოლანის ტრანსფერის განხორციელება შედის.

"ჩვენ ჰოლანის ტრანსფერის ყველა დეტალი ვიცით და თუ რუსო პრეზიდენტი გახდება, მეორე დღესვე მინო რაიოლას დავურეკავ და ამ პირობებს მივიღებთ. ამის თაობაზე აგენტს უკვე ვუთხარი.

ჩვენ მსოფლიო დონის სპორტული პროექტი გვაქვს, რომელიც გარკვეულ პრობლემებს წააწყდა, მაგრამ რუსოს გეგმა გააჩნია, რომელიც სიტუაციას შეცვლის. რაც შეეხება მბაპეს,
ამ შემთხვევაში საქნმე ცოტა რთულადაა, რამეთუ კონტრაქტი მომავალ წელს უმთავრდება. პრობლემებს ვხედავთ, მაგრამ სწორი მიმართულებით მივდივართ", - ციტირებს მინგელას AS-ი.

ასევე დაგაინტერესებთ