"რეალმა" ვერ იმარჯვა, პრიმერაზე საერთო დონე გათანაბრდა, რითაც "ატლეტიკომ" ისარგებლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგას მე-16 ტურში "რეალი" გასვლაზე "ელჩესთან" ფრეს დასჯერდა (1:1) და მისი 6-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა.

ანგარიში მე-20 წუთზე ლუკა მოდრიჩმა გახსნა. მან "სამეფო გუნდში" ჩატარებულ 364-ე მატჩში პირველად გაიტანა გოლი თავით. საპასუხო გოლი კი 52-ე წუთზე ფიდელ ჩავესმა პენალტით გაიტანა.

"რეალი" 33 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "ატლეტიკოს" 2 ქულით ჩამორჩა და 3 იანვარს "სელტას" უმასპინძლებს.

უნდა აღინიშნოს ლიგის გრანდების  -  "რეალისა" და "ბარსელონას" სათამაშო კლასის დაქვეითება, რამაც ჩემპიონატში საერთო დონის გათანაბრება და არა ამაღლება გამოიწვია.

პრიმერას ახალი წლისთვის 25
წლის შემდეგ პირველად "როხიბლანკო" ლიდერობს. სხვათა შორის, მაშინ ამ გუნდის ღირსებას მისი ამჟამინდელი მწვრთნელი დიეგო სიმეონე იცავდა და ჩემპიონიც გახდა.

ნამატჩევს "ბლანკოსის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა თქვა, რომ ჩემპიონატი გრძელია და "ატლეტიკო" ქულებს დაკარგავს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
რეალის ფანს მსაჯტან რომ პრეტენზია ეკნება ცუდადაა მაგენის საკმე
tete
00:20 02-01-2021
1
ნეტა კუმანი რას ფიქრობს, როცა ლუის სუარეს, გოლი გოლზე გააქვს?
ბარსა
19:45 31-12-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული