მოსისხლე მტრები ერთად პარიზში?

AutoSharing Option
სერხიო რამოსის გარშემო რთული ვითარებაა. 

ჟურნალისტმა ხოსე პედეროლმა El chiringuito TV-ს ეთერში განაცხადა, რომ სერხიო რამოსის დამატებით "პარი სენ ჟერმენია" დაინტერესებული. 

34 წლის მცველთან ერთად პარიზში ლიონელ მესის ეპატიჟებიან, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ყველაფერს. 

რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამოსი სხვა კლუბების შემოთავაზებას განიხილავს. როგორც ჩანს, სერხიოს მადრიდული კარიერა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ყველაფერს "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი გადაწყვეტს, მსგავსი ანაზღაურებით მცველს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს თუ არა. 

ამ სეზონში რამოსის ანგარიშზე 13 მატჩში 2 გოლი გახლავთ.

შესაძლოა, მოსისხლე მტრები
ერთი მიზნისთვის გაერთიანდნენ. 

მომზადებულია sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოსისხლე მტრები საიდან მოიტანეთ? ნეტა თქვენ ნორმალური აზროვნება შეგეძლოთ.
ნიკა
19:56 08-01-2021
0
ეტყობა პსჟ პენსიონერთა თავშესაფარს აკეთებს.
jiji
16:03 05-01-2021
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული