შესაძლოა, "რეალი" 3 ფეხბურთელს დაემშვიდობოს

AutoSharing Option
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შესაძლებელია მადრიდის "რეალი" სამმა ფეხბურთელმა: ისკომ, ალვარო ოდრიასოლამ და ლუკა იოვიჩმა, დატოვოს.

ამ სამი მოთამაშიდან ისკო ერთადერთია, რომელმაც კლუბს აცნობა, რომ წასვლა სურს და მეტი სათამაშო დრო სჭირდება. ესპანელ ნახევარმცველს საკუთარი ქვეყნის ნაკრების წევრობა და 2021 წლის ევროპის ჩემპიონატზე თამაში სურს, "რეალის" სათადარიგო სკამიდან კი იქ არავინ წაიყვანს.

ისკოს გადაბირებით "იუვენტუსი", "მანჩესტერ სიტი" და "ნაპოლი" არიან დაინტერესებულნი, თუმცა ფეხბურთელი ლოპეტეგის "სევილიაში" გეგმავს წასვლას. პრობლემა ის არის, რომ "რეალი" 50 მილიონ ევროს ითხოვს.

ოდრიასოლა
გასულ სეზონში იჯარის წესით მიუნხენის "ბაიერნში" თამაშობდა და დიდი ალბათობით, იგივე სცენარი განმეორდება. ზინედინ ზიდანი მარჯვენა ფლანგზე ნაჩოსა და ლუკას ვასკესის ვარიანტებს არჩევს.

რაც შეეხება სერბ ფორვარდ ლუკა იოვიჩს, მან კონკურენცია მარიანო დიასთან წააგო, ბენზემაზე რომ არაფერი ვთქვათ. სავარაუდოდ, სერბი ფრანკფურტის "აინტრახტში" დაბრუნდება, თუ მისმა ხელფასმა (5 მილიონი ევრო) პრობლემა არ შექმნა. იოვიჩით ინგლისური და იტალიური კლუბებიც ინტერესდებიან.



მკითხველის კომენტარები / 1 /
ზაფხულამდე არავინ არსად არ წავა, კვირაში ორი-სამი თამაში მოუწევთ გაზაფხულიდან და თითოეული ფეხბურთელი დასჭირდება ზიდანს
მამუკა
23:34 05-01-2021
0

სიახლეები პოპულარული