"ბარსელონას" მწვრთნელმა რონალდ კუმანმა თავისი გუნდის თავდამსხმელ ანტუან გრიზმანსა და "ატლეტიკოში" გადასულ ფორვარდ ლუის სუარესზე ისაუბრა:
"მე გრიზმანი მომწონს, მაგრამ იმ ფეხბურთელების არჩევა მიწევს, რომლებსაც სამ ნახევარმცველთან ერთად თამაში შეუძლიათ. დემბელე ფიზიკურად უმატებს.
სუარესი? არ მომწონს, როდესაც გამუდმებით მასზე მეკითხებიან. ლუისს ძალიან დიდ პატივს ვცემ, თუმცა ჩვენ ჩვენი თავდამსხმელები გვყავს", - ციტირებს კუმანს "მარკა".
სუარესს "ბარსას" დატოვება მწვრთნელად კუმანის დანიშვნის შემდეგ მოუწია, ახალ გუნდში კი ლა ლიგის 12 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.