ლა ლიგის მე-2 ტურის გადატანილ მატჩში "ბარსელონამ" სტუმრად 3:2 მოუგო "ბილბაოს".
ეს "ბილბაოს" მწვრთნელის რანგში მარსელინიოს სადებიუტო შეხვედრა იყო, "ბარსას" კი 2017 წლის შემდეგ "სან მამესზე" გამარჯვება არ ჰქონდა მოპოვებული. გამარჯვება კი არა, ამ პერიოდში ამ სტადიონზე გოლიც არ გაუტანია.
მესიმ დუბლი შეასრულა, 18 წლის პედრიმ კი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.
"ბარსელონამ" უკანასკნელი მატჩები კარგად ჩაატარა და სატურნირო მდგომარეობა გამოისწორა - 31 ქულით მე-3 ადგილზეა და 9 დეკემბერს გასვლაზე "გრანადას" დაუპირისპირდება.
ბილბაო. "სან მამესი"
ბილბაო - ბარსელონა 2:3
გოლები: 1:0 ვილიამსი (3), 1:1 პედრი (14), 1:2 მესი (38), 1:3 მესი (62), 2:3 მუნიაინი (90)