იოვიჩს "რეალიდან" აბარგება უნდა

AutoSharing Option
"მარკას" ცნობით, თავდამსხმელი ლუკა იოვიჩი "რეალში" თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა და გუნდის გამოცვლა უნდა.

სერბმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე 5 მატჩში 208 წუთი ითამაშა, ბოლოს მოედანზე 8 ნოემბერს გავიდა და მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მადრიდის დატოვება.

მას კუნთის ტრავმა აქვს და "რეალმა" "ოსასუნასთან" ლა ლიგას მე-18 ტურის მატჩის განაცხადში არ შეიყვანა.

შეგახსენებთ, "სამეფო კლუბმა" იოვიჩი 2019 წელს "აინტრახტისგან" 60 მილიონ ევროდ შეიძინა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული