მესის და გრიზმანის დუბლები - ძველი "ბარსა" ბრუნდება? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგას მე-18 ტურში "ბარსელონამ" გასვლაზე "გრანადა" 4:0 დაამარცხა.

მესიმ და გრიზმანმა დუბლები შეასრულეს და ამას გარდა, ამ უკანასკნელმა საგოლე გადაცემა გააკეთა.

"ბარსელონამ" ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა, 34 ქულით მესამე ადგილზეა და 24 იანვარს სტუმრად "ელჩეს" დაუპირისპირდება.

მესი 11 გოლით ტურნირის ბომბარდირია. ის ლა ლიგის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ზედიზედ 15 სეზონში 10+ გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე ბოლო 5 მატჩში 6 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. მან ერთი გოლი საჯარიმოდან გაიტანა - სულ ჩემპიონატზე 402-ჯერ შეასრულა საჯარიმო და 36 გოლი გაიტანა.
ეფექტურობამ 8.96% შეადგინა. საერთო ჯამში კი კლუბში საჯარიმოდან ყველა ტურნირზე 48 გოლი გაიტანა.

გრიზმანმა 8-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა და წელს პირველად შეასრულა დუბლი.

ბუსკეტსმა "ბარსელონაში" მე-600 მატჩი ჩაატარა. მასზე მეტ შეხვედრაში მონაწილეობა მხოლოდ ხავიმ, მესიმ და ინიესტამ მიიღეს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
აი რა არის სირბილი. აჩვენეთ ჩვენ ვითომ ფეხბურთელებსა... აუცილებლად აჩვენეთ..
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
01:37 10-01-2021
0
გრანადა-მსაჯი 0:4
მამუკა
02:54 10-01-2021
31
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული