"რეალმა" გაყინულ "ელ სადარზე" მისი სადარი თამაში ვერ აჩვენა

AutoSharing Option
ლა ლიგას მე-18 ტურში "ოსასუნასა" და "რეალის" მატჩი 0:0 დასრულდა.

ძლიერი თოვის გამო "რეალი" პამპლონაში ოთხი საათის დაგვიანებით გაფრინდა, "ელ სადარის" სტადიონის მოედანი  თანამშრომლებმა ძლივს მოიყვანეს შეძლებისდაგვარად წესრიგში და თამაში დანიშნულ დროს დაიწყო.

თუმცა, "სამეფო გუნდმა" ერთ-ერთი აუტსაიდერის ძლევა ვერ შეძლო, მეორე ადგილზეა, ლიდერ "ატლეტიკოს", რომელსაც 3 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 1 ქულით ჩამორჩება და 24 იანვარს სტუმრად "ალავესს" შეხვდება.

"რეალმა" 17 ოქტომბრის შემდეგ ჩემპიონატზე პირველად ვერ შეძლო გოლის გატანა - მაშინ "კადისთან" 0:1 დამარცხდა.

ნახევარმცველმა ტონი კროოსმა "რეალში" მე-300
მატჩი ჩაატარა და გერმანელთა შორის ული შტილიკეს რეკორდამდე 8 მატჩი უკლია.

ედენ აზარმა 28 ნოემბრის შემდეგ პირველად დაიწყო თამაში სასტარტოდან და 75-ე წუთამდე დაჰყო მოედანზე.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული