"ბარსელონას" ოფიციალურმა საიტმა გამოაცხადა იმ ოთხი კანდიდატის ვინაობა, რომლებმაც შეძლეს და მოაგროვეს კლუბის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისათვის მხარდამჭერთა ხელმოწერების საჭირო რაოდენობა.
ესენია: ჟოან ლაპორტა, ვიქტორ ფონტი, ტონი ფრეიშა და ემილი რუსო. აღსანიშნავია, რომ "ბარსას" ყოფილმა პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ საჭიროზე 5-ჯერ მეტი ხელმოწერა ჩააბარა საარჩევნო საბჭოს და საერთოდაც, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, 24 იანვარს დანიშნულ არჩევნებს მოიგებს.