ელ კლასიკო არ იქნება - "ბილბაომ" "რეალს" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მალაგაში ჩატარებულ ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში "ბილბაომ" 2:1 დაამარცხა "რეალი" და ფინალში გავიდა.

პირველ ტაიმში ბასკური გუნდი დუბლით 34 წლის ნახევარმცველმა რაულ გარსიამ დააწინაურა (ერთი გოლი პენალტით გაიტანა), მეორე ტაიმში კი ქარიმ ბენზემამ ანგარიშის შემცირება შეძლო.

"რეალი" უკანასკნელ თვე-ნახევარში პირველად დამარცხდა და მისი 9-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა.

17 იანვარს ფინალში, რომელიც სევილიაში გაიმართება, "ბილბაო" "ბარსელონას" დაუპირისპირდება. ეს გუნდები ჩემპიონატზე 7 იანვარს შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ "ბარსამ" სტუმრად 3:2 იმარჯვა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ცოტა განათლება ვერან, ბარსა-ატლეტიკიც ელ კლასიკოა, ისე სხვათაშორის
ემიგრანტი ქაქუცა
09:20 15-01-2021
7

სიახლეები პოპულარული