ელ კლასიკო არ იქნება - "ბილბაომ" "რეალს" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მალაგაში ჩატარებულ ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში "ბილბაომ" 2:1 დაამარცხა "რეალი" და ფინალში გავიდა.

პირველ ტაიმში ბასკური გუნდი დუბლით 34 წლის ნახევარმცველმა რაულ გარსიამ დააწინაურა (ერთი გოლი პენალტით გაიტანა), მეორე ტაიმში კი ქარიმ ბენზემამ ანგარიშის შემცირება შეძლო.

"რეალი" უკანასკნელ თვე-ნახევარში პირველად დამარცხდა და მისი 9-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა.

17 იანვარს ფინალში, რომელიც სევილიაში გაიმართება, "ბილბაო" "ბარსელონას" დაუპირისპირდება. ეს გუნდები ჩემპიონატზე 7 იანვარს შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ "ბარსამ" სტუმრად 3:2 იმარჯვა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ცოტა განათლება ვერან, ბარსა-ატლეტიკიც ელ კლასიკოა, ისე სხვათაშორის
ემიგრანტი ქაქუცა
15 იანვარი 2021 09:20
7
100%!!! როგორც ჩანს ბევრს აკლია კიდე განათლება...
Graf...
15 იანვარი 2021 11:49
2
დერბი კი ბატონო, ელ კლასიკო არაა
gia
15 იანვარი 2021 11:37
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული