ზიდანი წაგებაზე: გინდათ, რომ ჩვენ სეზონი დავასრულოთ?

AutoSharing Option
"ბილბაოსთან" ესპანეთის სუპერთასზე 1:2 დამარცხების შემდეგ კომენტარი "რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გააკეთა:

"თამაში ცუდად დავიწყეთ, პირველ ტაიმში გაგვიჭირდა. მათ ორი მომენტი ჰქონდათ და ორივე გამოიყენეს. მეორე ტაიმი უკეთ ჩავატარეთ, გოლი გავიტანეთ. ისეთი შეცდომები დავუშვით, რომლებიც არ გვჩვევია.

კარგად დასვენება და შემდეგი მატჩისთვის მომზადება გვმართებს. ეს ჩავარდნა არ არის.

იმოქმედებს თუ არა ეს გუნდზე მომავალში? არა. რა გინდათ, რომ სეზონი დავასრულოთ?", - ციტირებს ზიდანს "მარკა".

მკითხველის კომენტარები / 3 /
ისე ჩვენში დარჩეს და გადატვირთული გრაფიკი აქვთ ფეხბურთელებს. რამის ყოველ მესამე დღეს აქვთ, თამაში და გადაფრენა გადმოფრენა, ეს არის საშინელი სტრესი მოთამაშეებისათვის. ფაქტიურად აღდგენას ვეღარ ახერხებენ ფეხბურთელები. მიდორზე კი გამოდიან ქანც გაწყვეტილები. როგორ გგონიათ, რატომ მოიმატა ტრავმიანობამ? პასუხი ნათელია, გადატვირთვამ. რაღაც უნდა იღონონ ლა ლიგის თავკაცებმმა, თორემ საბოლოოდ, შეგვრჩება დაინვალიდებული გუნდები.
barsa
14:07 15-01-2021
2
ეს თამაში მთლიანად წააგო ზიდანმა, როცა გუნდში გყავს ამპლუით მცველი ჯანმრთელი სრული უაზრობაა დაცვაში შემტევი ამპლუის ფეხბურთელი დააყენო, ერთხელ გაუმართლა, მაშინ მართლა სხვა გზა არ ჰქონდა, მაგრამ ეხლა ნაჩოც ჯანმრთელად იყო და ოდრიოზოლაც, ვასქესის ორ შეცდომას მოჰყვა ორი გოლი და დამთავრდა ყველაფერი, არა და ცუდად არ უთამაშია რეალს, ნუ ცოტა იღბალმაც უმტყუნა.აზარის ვინისიუსით შეცვლაც არ მგონია გამრთლებული იყო, მისდიოდა ედენს თამაში
მამუკა
00:49 16-01-2021
0

სიახლეები პოპულარული