ესპანური პრესის ცნობით, "ბარსელონას" 31 წლის მეკარე ნეტო უკმაყოფილოა უთამაშებლობით და გუნდის გამოცვლა სურს.
ბრაზილიელმა ამ სეზონში ლა ლიგას 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მას "არსენალი" ეპატიჟება.
ნეტო "ბარსამ""ვალენსიასგან" 26 მილიონ ევროდ შეიძინა. ის აგრეთვე "იუვენტუსში", "ფიორენტინასა" და "ატლეტიკო პარანაენსეში" თამაშობდა.