
36 წლის ფერნანდო ტორესი "ატლეტიკო B"-ს ერთ-ერთ მწვრთნელად დანიშნეს.
მან ფეხბურთელის კარიერა გასულ წელს იაპონიის "საგან ტოსუში" დაასრულა და "ატლეტიკოს" 16-წლამდელთა გუნდში დაიწყო მუშაობა.
ფერნანდო "როხიბლანკოში" 2001-2007 და 2015-2018 წლებში თამაშობდა. ის მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის ორგზის ჩემპიონია, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის გამარჯვებულია.
"ატლეტიკო B" სეგუნდა B დივიზიონში მე-9 ადგილზეა.