რონალდო მსოფლიოს აბსოლუტური რეკორდსმენია - "იუვე" სუპერთასის მფლობელია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რეჯო-ემილიაში "იუვენტუსმა" 2:0 დაამარცხა "ნაპოლი" და მეცხრედ დაეუფლა იტალიის სუპერთასს.

ანგარიში 64-ე წუთზე რონალდომ გახსნა, ხოლო 90+5-ე წუთზე ალვარო მორატამ მეორე გოლი გაიტანა. მწვრთნელის რანგში ანდრეა პირლომ პირველი ტურნირი მოიგო.

Squawka-ს და რიგი სხვა გამოცემების მტკიცებით, რონალდომ კარიერაში ყველა ტურნირზე 760 გოლი გაიტანა, იოზეფ ბიცანის რეკორდი დაამხო და მსოფლიოს რეკორდსმენი გახდა. ამ მაჩვენებლის მიხედვით, 757 გოლით მესამე ადგილზე პელეა. თუმცა Rec.Sport.Soccer Statistics Foundation (RSSSF)-ის მონაცემებით, ბიცანს 805 გოლი აქვს გატანილი, რომარიოს - 772, პელეს კი - 767.

"ნაპოლის"ნახევარმცველმა ლორენცო ინსინიემ
მე-80 წუთზე პენალტი ვერ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მან კარიერაში "იუვესთან" შესრულებული სამივე თერთმეტმეტრიანი გააცუდა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
პელე მაინც... პ ე ლ ე ა ! ! !
tngh
14:39 21-01-2021
6
ცოცხალი ლეგენდა ტიტულს ტიტულზე იგებს ამ ასასკშიც და გადამწყვეტი ბურთებიც გააქვს.ყველა დროის საუკეთესო...
კარგით რა
14:11 21-01-2021
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული