"ბარსელონამ" ორი პენალტი გააცუდა და მესამე ლიგის გუნდს დამატებით დროში მოუგო

AutoSharing Option
ესპანეთის თასის 1/16-ფინალში "ბარსელონამ" სტუმრად დამატებით დროში 2:0 სძლია მესამე ლიგის "კორნელიას" და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

"ბარსას" დისკვალიფიცირებული ლეო მესი ვერ დაეხმარა და საერთოდ, მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ექსპერიმენტული შემადგენლობა დააყენა.

38-ე წუთზე მირალემ პიანიჩმა, ხოლო მე-80 წუთზე უსმან დემბელემ თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანეს. დამატებით დროში დემბელემ ანგარიში გახსნა, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ კი მარტინ ბრეიზუეითმა მეორე გოლი გაიტანა.

118-ე წუთზე მსაჯმა მასპინძელთა გუნდის მცველი ალბერტ ესტელესი გააძევა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ტოპ კლუბის ყველა ფეხბურთელი მილიონერია.მოწყინდათ ფეხბურთის თამაში.თავის ფერარებში და პორშეებში ურჩევნიათ სიარული.მესის და რონალდუს ინტრიგაც ბოლომდე რომ მორჩება მერე ნახეთ რა მოსაწყენი გახდება ფეხბურთი.
ამაშია საქმე
20:31 22-01-2021
1
თითქმის სიმართლეა. ვიღაც ყოველთვის იბრძოლებს საუკეთესოობისთვის, მაგრამ როგორიც მესი რონალდო რონალდინიო მარადონა პელე და გარინჩაა ფეღბურთს 5წლის მერე არასოდეს ეყოლება
Aleqsandre
21:18 23-01-2021
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული