"ბარსელონამ" ორი პენალტი გააცუდა და მესამე ლიგის გუნდს დამატებით დროში მოუგო

AutoSharing Option
ესპანეთის თასის 1/16-ფინალში "ბარსელონამ" სტუმრად დამატებით დროში 2:0 სძლია მესამე ლიგის "კორნელიას" და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

"ბარსას" დისკვალიფიცირებული ლეო მესი ვერ დაეხმარა და საერთოდ, მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ექსპერიმენტული შემადგენლობა დააყენა.

38-ე წუთზე მირალემ პიანიჩმა, ხოლო მე-80 წუთზე უსმან დემბელემ თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანეს. დამატებით დროში დემბელემ ანგარიში გახსნა, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ კი მარტინ ბრეიზუეითმა მეორე გოლი გაიტანა.

118-ე წუთზე მსაჯმა მასპინძელთა გუნდის მცველი ალბერტ ესტელესი გააძევა.