სერხიო რამოსმა ისევ ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
კატალონიური "სპორტის" ცნობით, "ალავესთან" ლა ლიგას მე-20 ტურის მატჩის წინ "რეალის" კაპიტანმა სერხიო რამოსმა ვარჯიშში მონაწილეობა ვერ მიიღო.

სერხიო რამოსი სუპერთასის ნახევარფინალის დაწყებამდე მოთელვისას მარცხენა მუხლის ტკივილმა შეაწუხა და ჯერ გაურკვეველია რამდენი ხანი ვერ დაეხმარება გუნდს.

23 იანვარს "ალავესთან" ასევე ვერ ითამაშებს ნაჩო, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანთან იმყოფებოდა და ახლა თვითიზოლაციაშია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული