ზინედინ ზიდანს კორონავირუსი შეეყარა

AutoSharing Option
დღეს ჩატარებულმა მადრიდის "რეალის" მწვრთნელის ზინედინ ზიდანის კოვიდ-19-ის ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა, - იტყობინება "სამეფო კლუბის" საიტი.

ზიზუს არავითარი სიმპტომები არ აქვს, მაგრამ იზოლაციაში გადასვლა მაინც მოუწევს და დიდი ალბათობით, გუნდს უახლოეს მატჩებში ვერ უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, 23 იანვარს ლა ლიგას მე-20 ტურში "რეალი" სტუმრად "ალავესს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული