"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა რამდენიმე დღის წინ კოპა დელ რეის 1/16 ფინალში "კორნელას" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში გაფუჭებულ ორ პენალტზე კომენტარი გააკეთა.
"თუ ესპანეთის სუპერთასის დაპირისპირებასაც მივათვლით "ბარსელონამ" ბოლო 12 პენალტიდან 7 გააფუჭა, რაც კატასტროფული შედეგია.
თუ ლიონელ მესი მოედანზე არ არის, ამ საქმეში მისი ჩანაცვლება ვიღაცამ უნდა შეძლოს. ჩვენ ამასთან დაკავშირებით ვარჯიშობთ, ამასთან შეგუება წარმოუდგენელია, რაღაც უნდა შეიცვალოს" - განაცხადა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით