"რეალმა" "ალავესს" საუკუნოვანი იუბილე "მიულოცა" - აზარი ათამაშდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს "ალავესს" დაარსებიდან 100 წელი შეუსრულდა და ლ ლიგას მე-20 ტურში "რეალმა" 4:1 დაამარცხა.

თასზე მესამე ლიგის "ალკოიანოსთან" წაგების შემდეგ ატყდა ერთი ამბავი, "რეალის" მწვრთნელი ზინედინ ზიდანი უნდა გადააყენონო, მაგრამ ყველას ავიწყდება, რომ გრანდებს ეს ტურნირი არაფრად მიაჩნიათ. თქვა კიდეც "ბარსელონას" თავკაცმა რონალდ კუმანმა ამის თაობაზე ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე.

მოკლედ, "სამეფო გუნდმა" სტუმრად უპრობლემოდ იმარჯვა. ბენზემამ დუბლი შეასრულა, ედენ აზარმა 2019 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად მიითვალა ერთ მატჩში გოლი და საგოლე გადაცემა.

"ბლანკოსმა" ოქტომბრის შემდეგ პირველად იმარჯვა დიდი ანგარიშით, სამმატჩიანი
მოუგებელი სერია შეწყვიტა, 40 ქულით მეორე ადგილზეა და 30 იანვარს "ლევანტეს" უმასპინძლებს.

ბენზემამ უკანასკნელი 12 სეზონიდან 10-ში 15+ გოლი გაიტანა. "რეალის" ფეხბურთელებმა მიმდინარე სეზონში მეტოქეთა კარი თავურით 12-ჯერ დლაშქრეს. ტოპ 5 ჩემპიონატებში ასეთი შედეგი მხოლოდ "ბაიერნს" აქვს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული