"ბარსამ" მესის გარეშე იმარჯვა და "რეალს" მიუახლოვდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგას მე-20 ტურში "ბარსელონამ" დისკვალიფიცირებული ლეო მესის გარეშე სტუმრად 2:0 სძლია ერთ-ერთ აუტსაიდერ "ელჩეს".

ანგარიში 39-ე წუთზე ფრენკი დე იონგმა გახსნა, ხოლო 87-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა რიკარდ პუჩმა 89-ე წუთზე დე იონგის პასით დალაშქრა ედგარ ბადიას კარი. ეს კატალონიურ გუნდში 21 წლის ნახევარმცველის პირველი გოლია.

"ბარსამ" ჩემპიონატზე უკანასკნელი 9 მატჩიდან 7 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, 37 ქულით მესამე ადგილზეა, მეორე პოზიციაზე მყოფ "რეალს" 3 ქულითღა ჩამორჩება და 1-ელ თებარვალს "ბილბაოს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი ბარსა წიიინ!!!
barsa
21:47 24-01-2021
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული