ლა ლიგას მე-20 ტურში "ბარსელონამ" დისკვალიფიცირებული ლეო მესის გარეშე სტუმრად 2:0 სძლია ერთ-ერთ აუტსაიდერ "ელჩეს".
ანგარიში 39-ე წუთზე ფრენკი დე იონგმა გახსნა, ხოლო 87-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა რიკარდ პუჩმა 89-ე წუთზე დე იონგის პასით დალაშქრა ედგარ ბადიას კარი. ეს კატალონიურ გუნდში 21 წლის ნახევარმცველის პირველი გოლია.
"ბარსამ" ჩემპიონატზე უკანასკნელი 9 მატჩიდან 7 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, 37 ქულით მესამე ადგილზეა, მეორე პოზიციაზე მყოფ "რეალს" 3 ქულითღა ჩამორჩება და 1-ელ თებარვალს "ბილბაოს" უმასპინძლებს.