ესპანეთის თასის 1/8-ფინალში "ბარსელონამ" სტუმრად 2:1 სძლია "რაიო ვალეკანოს" და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.
მასპინძლები 63-ე წუთზე ფრან გარსიამ დააწინაურა, შემდეგ კი გოლები ლეო მესიმ და ფრენკი დე იონგმა გაიტანეს. მესიმ ანტუან გრიზმანის პასით წელს მესამე გოლი გაიტანა.
"ბარსამ" ყველა ტურნირზე ზედიზედ მე-3 და ბოლო 10 მატჩში მე-7 გამარჯვება მოიპოვა.
დე იონგის თქმით, გუნდი თანდათან უმატებს, თავად კი გოლებს უფრო ხშირად იმიტომ იტანს, რომ საჯარიმოსთან ახლოს თამაშობს.
"ბარსელონა" 1-ელ თებერვალს, ლა ლიგის 21-ე ტურში "ბილბაოს" უმასპინძლებს.
დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა" style="height: 50px; width: 50px;" />"ბარსამ" მესის გარეშე იმარჯვა და "რეალს" მიუახლოვდა [VIDEO]