"ბარსელონამ" "რაიო ვალეკანო" დაამარცხა და 1/4-ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის თასის 1/8-ფინალში "ბარსელონამ" სტუმრად 2:1 სძლია "რაიო ვალეკანოს" და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მასპინძლები 63-ე წუთზე ფრან გარსიამ დააწინაურა, შემდეგ კი გოლები ლეო მესიმ და ფრენკი დე იონგმა გაიტანეს. მესიმ ანტუან გრიზმანის პასით წელს მესამე გოლი გაიტანა.

"ბარსამ" ყველა ტურნირზე ზედიზედ მე-3 და ბოლო 10 მატჩში მე-7 გამარჯვება მოიპოვა.

დე იონგის თქმით, გუნდი თანდათან უმატებს, თავად კი გოლებს უფრო ხშირად იმიტომ იტანს, რომ საჯარიმოსთან ახლოს თამაშობს.

"ბარსელონა" 1-ელ თებერვალს, ლა ლიგის 21-ე ტურში "ბილბაოს" უმასპინძლებს.

alt

დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა" style="height: 50px; width: 50px;" />"ბარსამ" მესის გარეშე იმარჯვა და "რეალს" მიუახლოვდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
ფეხბურთის პროფესორებო, ნუ შეუკიკინეთ ლეოს, ყველამ თქვენს თავებს მიხედეთ.
გია
15:44 28-01-2021
0
ბოლოს მესიმ, ბავშვობაში როგორც ვიტყოდით, მაგრად "იღორა". სხვა ნებისმიერს ალბათ სერიოზულ პასუხს მოსთხოვდნენ.
ფეხბურთის ქომაგი
11:41 28-01-2021
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული