კუმანი უკმაყოფილოა, რომ სუარესი "ატლეტიკოში" გადავიდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ახალმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა თავდამსხმელი ლუის სუარესი გუნდიდან გაუშვა. ახლა ის 14 გატანილი გოლით ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირია, მისმა "ატლეტიკომ" კი "ბარსა" 10 ქულით ჩამოიტოვა (თან 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული).

თურმე, ნუ იტყვით და, კუმანი უკმაყოფილოა, რომ სუარესი ესპანეთიდან საერთოდ არ აიბარგა.

"რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, "იუვენტუსში" გადასულიყო და არა "ატლეტიკოში", ის ხომ პრიმერაში დარჩა. ფეხბურთელისადმი პატივისცემის გამო მის გადაწყვეტილებას უნდა დავთანხმებულიყავით. მე მას მხარს ვუჭერ", - ციტირებს კუმანს The Athletic-ი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
რამე სხვანაირად მახსოვს? არადა იმდენი იტირა სუარესმა პრესკონფერენციაზე წასვლის დროს, რომ ბებიაჩემს არ უტირია საწყალი ბაბუაჩემი მაგდენი.
sul2
14:31 03-02-2021
3
იცით რას ვერ ვიტან? პატივს ვცემ, შესანიშნავი ფეხბურთელია და ესეთები, რომ იციან წასულ ფეხბურთელებზე. კუმან შეგახსენო? (მგონი მერამდენედ ვიმეორებ, ერთ და იგივეს) პირველი შენ და ბართომეუმ არ გაუშვით სუა? თანაც ბარსაში დარჩენის გამო, ყველაფერზე თანახმა იყო სუარესი. მისი გაშვებით მესისაც მოუცილეთ და ჩამოუშორეთ, საუკეთესო მეწყვილე. (მე მგონი ეს უფრო ლეოს საწინააღმდეგოდ, გადაგმული ნაბიჯი იყო) ეხლა კი შორიდან ვუყუროთ სუარესი, როგორ დაფრინავს, ჩვენთვის "საძულველ" გუნდში. მისი გაშვებისათვის, ვაი თქვენს პატრონებს!
ბარსა მესი.
12:37 03-02-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული