"იდიოტი ხარ, კუმან" - დაუყვირა ნამატჩევს სოლდადომ

AutoSharing Option
ესპანეთის თასის 1/4-ფინალში "ბარსელონამ" სტუმრად დამატებით დროში "გრანადა" 5:3 დაამარცხა. ნამატჩევს "ბარსელონას" მწვრთნელმა რონალდ კუმანმა სიხარული ვერ დამალა და ზეიმი დაიწყო. "მარკას" ცნობით, ამან "გრანადას" თავდამსხმელი რობერტო სოლდადო გააღიზიანა, რომელმაც ნიდერლანდელს დაუყვირა:

"ის იდიოტია, ის იდიოტია. შენ ჯამბაზი ხარ. მოკრძალებული უნდა იყო".

სათადარიგოთა სკამებზე მთელი მატჩის განმავლობაში დაძაბულობა იყო და მსაჯმა ორივე გუნდის სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლები გააძევა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
სოლდადო! იდიოტი შენ თვითონვე ხარ. თქვენ, რომ გაგემარჯვათ არ დაიწყებდით სიხარულს და ზეიმს?! რა ყველაფერი ბარსასი, გაღიზიანებთ ყველას? აქაური ჩასაფრებულების არ იყოს, ერთი ფეხის დაცურება ბარსასი და იწყებენ და რას იწყებენ ლანძღვას, თუ ბარსას მიმართ და განსაკუთრებით მესის მისამართით. მართლა უკვე ყველანაირ ზღვარს გადადიხართ ყველა. ჯობია ყველამ თქვენს დამარცხებულ გუნდებს მიხედოთ, ბარსა შეეშვით ჩასაფრებულებო!
ბარსა მესი
09:54 05-02-2021
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული