ესპანეთის თასის 1/4-ფინალში "ბარსელონამ" სტუმრად დამატებით დროში "გრანადა" 5:3 დაამარცხა. ნამატჩევს "ბარსელონას" მწვრთნელმა რონალდ კუმანმა სიხარული ვერ დამალა და ზეიმი დაიწყო. "მარკას" ცნობით, ამან "გრანადას" თავდამსხმელი რობერტო სოლდადო გააღიზიანა, რომელმაც ნიდერლანდელს დაუყვირა:
"ის იდიოტია, ის იდიოტია. შენ ჯამბაზი ხარ. მოკრძალებული უნდა იყო".
სათადარიგოთა სკამებზე მთელი მატჩის განმავლობაში დაძაბულობა იყო და მსაჯმა ორივე გუნდის სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლები გააძევა.