ფრენკი დე იონგის რეკორდი "ბეტისთან" მატჩში

AutoSharing Option
გუშინ, ესპანეთის ლა ლიგის 22-ე ტურში, "ბარსელონამ" "ბეტისი" 3:2 დაამარცხა. 

მატჩის მე-12 წუთზე "ბლაუგრანას" ნიდერლანდელი ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი ტრავმირებული რონალდ არაუხოს სანაცვლოდ შემოდა. აღნიშნულ შეხვედრაში ფრენკის 81 გადაცემიდან 81-ივე ადრესატს მიუვიდა, რითაც 100%-იანი შედეგი დააფიქსირა. 

2005/06 წლების შემდეგ (რაც ეს სტატისტიკა აითვლება) ეს გახლდათ ცვლილებაზე შემოსული ფეხბურთელის პირველი შემთხვევა, როდესაც ზუსტ გადაცემებში 100%-იანი შედეგი დააფიქსირა. 

მომზადებულია Opta Sports-ის მიხედვით

altმესიმ თამაში გარდასახა, ტრინკაუმ სადებიუტო გოლით "ბარსას" გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული