რაკიტიჩმა "ბარსას" გაუტანა - "სევილიამ" პირველ 1/2-ფინალურ მატჩში იმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში "ბარსელონა" გასვლაზე 0:2 დამარცხდა "სევილიასთან" და ამით შეწყდა კატალონიური გუნდის 6-მატჩიანი მოგებათა სერია.

გოლები ჟიულ კუნდემ და "ბარსას" ყოფილმა ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა გაიტანეს. განმეორებითი მატჩი 3 მარტს, "კამპ ნოუზე" გაიმართება.

"ბარსელონას" კაპიტანმა ლეო მესიმ კარიერაში მე-900 მატჩი ჩაატარა - 758 კლუბში, 142 კი არგენტინის ნაკრებში.

11 თებერვალს, მეორე ნახევარფინალში, ერთმანეთს "ბილბაო" და "ლევანტე" შეხვდებიან.

მკითხველის კომენტარები / 2 /
დაცვა კატასტროფაა. ნორმურიწვტთნელი დაცვის აწყობიდან იწყებს. თუმცა კუმანი რომ გრანდს არ უნდა წვრთნიდეს,, ვალენსიაში და ევერტონშიც გამოჩნდა. ჰოლანდია არ ითვლება, ნაკრები სხვაა და კლუბი სხვა. საერთოდ არ აღირსეს ბარსას მათალი დონის მწვრთნელი თუ ვინმე საიდანმე გააგდეს ყველა ბარსაში მოვიდა.
არტ
18:24 11-02-2021
0
ეს ფეხბურთია ხან წააგებ, ხან მოიგებ. / ნებისმიერი გუნდი ან იმარჯვებს, ან მარცხდება.
გელა
11:21 11-02-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული