კოუტინიოს "ბარსელონა" ამ სეზონში აღარ ათამაშებს

AutoSharing Option
"სანი" ესპანელი ჟურნალისტის, ხავი მიგელის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ "ბარსელონა" ამ სეზონში ნახევარმცველ კოუტინიოს აღარ ათამაშებს.

საქმე ისაა, რომ თუ ბრაზილიელი მიმდინარე სეზონში კიდევ 7 მატჩში მიიღებს მონაწილეობას, "ბარსა" ვალდებული იქნება, მის ყოფილ კლუბს, "ლივერპულს", არსებული შეთანხმების თანახმად, 4.5 მილიონი ფუნტი გადაუხადოს.

კოუტინიომ დეკემბერში მენისკის ოპერაცია გაიკეთა, ამ სეზონში კი 14 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ამან კიდევ თავი როგორ ძალით გაიფუჭა.
გეგი
14:06 12-02-2021
0
ასეთი უსუსური, უგუნური და არაფრის მაქნისი კონტრაქტი ალბათ არ ახსოვს საფეხბურთო სამყაროს. მაგრად მოწველა ლივერპულმა ბარსა. სად იყვნენ ბარსას ფინასისტები მაგ კონტრაქტს რომ უფორმებდნენ
ვარძიელი
07:06 12-02-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული