ლა ლიგას 23-ე ტურში "რეალმა" მადრიდში "ვალენსიას" 2:0 სძლია და პირველ წრეში დამარცხებისთვის (1:4) რევანში აიღო.
გოლები პირველ ტაიმში ქარიმ ბენზემამ და ტონი კროოსმა გაიტანეს. "რეალის" მცველმა დანიელ კარვახალმა, რომელსაც 2 იანვრის შემდეგ არ უთამაშია, ტრავმა მიიღო და შეცვალეს.
"რეალმა" ჩემპიონატზე ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო, 46 ქულით მე-2 ადგილზეა, ლიდერ "ატლეტიკოს", რომელსაც 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 5 ქულით ჩამორჩება და 21 თებერვალს სტუმრად "ვალიადოლიდს" შეხვდება.
შეგახსენებთ, 25 თებერვალს "სამეფო გუნდი" ჩემპიონთა ლიგაზე ბერგამოში "ატალანტას" დაუპირისპირდება.
არვახალმა ისევ ტრავმა მიიღო [VIDEO]" style="height: 50px; width: 50px;" />"რეალი": მას არანაირ თანხად არ გავყიდით...