ლა ლიგას 24-ე ტურში "რეალმა" სტუმრად 1:0 სძლია "ვალიადოლიდს".
გოლი 65-ე წუთზე კაზემირომ გაიტანა. მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე გატანილი 5 გოლია და პირადი რეკორდი გაიმეორა.
"რეალმა" ზედიზედ ოთხი მატჩი მოიგო (სამი მშრალი ანგარიშით), ლიდერ "ატლეტიკოს" 3 ქულით ჩამორჩება (სიმეონეს გუნდს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 2 მარტს "სოსიედადს" უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, 25 თებერვალს "რეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ბერგამოში "ატალანტას" დაუპირისპირდება.