"ბარსელონამ" გამარჯვება ხელიდან 89-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგას 24-ე ტურში "ბარსელონასა" და "კადისის" მატჩი 1:1 დასრულდა.

ანგარიში 32-ე წუთზე პედრის მიერ მოპოვებული პენალტით მესიმ გახსნა, ამის შემდეგ მასპინძლებმა უამრავი მომენტი ვერ გამოიყენეს და დაისაჯნენ კიდეც - 89-ე წუთზე თერთმეტმეტრიანით საპასუხო გოლი ალექსმა გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ სტუმრებმა ტერ შტეგენის კარში ბურთი მხოლოდ ერთხელ დაარტყეს.

"ბარსელონა" 47 ქულით მესამე ადგილზეა, ლიდერ "ატლეტიკოს" 8 ქულით ჩამორჩება და 24 თებერვალს "ელჩეს" უმასპინძლებს.

"ბარსას" მწვრთნელმა კუმანმა განაცხადა, რომ ასე იმედგაცრუებული ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან დამარცხების შემდეგ არ დარჩენილა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული