ფილიპე ლუისი: სიმეონეს გული არ აქვს!

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" ყოფილმა მცველმა ფილიპე ლუისმა, რომელიც ამჟამად "ფლამენგოს" ღირსებას იცავს, დიეგო სიმეონესთან მუშაობის შესახებ გააკეთა კომენტარი.

"ახლა შემიძლია სიმეონეს, როგორც მეგობარს, ისე "ვემესიჯო", მაგრამ "ატლეტიკოში" ყოფნისას ყველა მისი შეტყობინება ჩემში სტრესს იწვევდა.

სიტყვაზე მენდეთ, "ჩოლოს" გუნდში თამაში ადვილი არაა, მას გული არ აქვს. არასდროს გეტყვის: "ოჰ, ძალიან მწყდება გული, არ გაგიმართლა, ეს და ეს უნდა გააკეთო", არა, მხოლოდ გადაწყვეტილებას მიიღებს, დაუფიქრებლად გადაწყვეტს და მიზანი გამარჯვება იქნება", - თქვა ლუისმა.

ბრაზილიელი მცველი "ატლეტიკოში" 2010-14 წლებში თამაშობდა, 2015 წელს კი კლუბში
დაბრუნდა. ფელიპე ლუისმა მადრიდელთა რიგებში 333 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა. გუნდთან ერთად კი 7 ტიტული მოიგო.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
სიმეონეს გულის არ ვიცი მაგრამ "ატლეტიკომაც" "მილანივით" და ალეკოსავით ჩაიჯვა.
.......
20:33 22-02-2021
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული